
ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სასწრაფოს ექიმებს აკისრებენ, და
ამბობენ, რომ მათ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი საავადმყოფოში პირველ ეტაპზე არ გადაიყვანეს,
მოგვიანებით ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა
ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
"სითხეები რას უშველიდა, 40 ჰქონდა სიცხე. უთხრეს შენ დასაწვენი არ ხარო. დედაჩემი რო დაეწვინათ ეხლა ხო
ცოცხალი მეყოლებოდა, აღარ დავრჩებოდი ობოლი. პირველად რომ წაეყვანათ, გადარჩებოდა”, – ყვება
გარდაცვლილი ქალის შვილი.
ჯერჯერობით უცნობია რომელი ტიპის ვირუსით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.