
დონალდ ტრამპმა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ
ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ აქვს.
„მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არამიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა “, – განაცხადა ტრამპმა.
მის მიმართვას BBC ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი
განიცადეს.
პრეზიდენტი ნატოს ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში
უფრო აქტიურ მონაწილეობას სთხოვს.
შეფახსენებთ, რომ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს, გამთენიისას მიიტანა.