-
2020-01-08 11:22
ერაყში ამერიკულ ბაზაზე მიტანილ იერიშს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ით გამოეხმაურა.
„რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს
ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე
ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში“- წერს ტრამპი.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში გამთენიისას მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით,
ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30