
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო,
საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.
ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათი თქმით,ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავებულია, რაც შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკის შემცველი იყოს.
შეაბამისად,საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგლებში მოხვედრას და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.