
თამაზ ელიზბარაშვილი მძიმე სენს ებრძვის.
ცნობილ ბიზნესმენსა და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონეს ექიმებმა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი
სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
აღნშნულ დიაგნოზზე მკურნალობა მან ცოტა ხნი წინ დაიწყო, დაავადებაზე მკურნალობის შეფერხებას კი
ექიმებს აბრალებს და ამბობს, რომ წელიწადზე მეტი სხვა დიგნოზით მკურნალობდა.
“სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, წელიწადით და ორი თვით ადრე ოფლიანობა, სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც დიდი ხნით ადრე ეწერებიან და ნაცნობობით ხვდებიან. ერთი პერიოდი საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. პატივი დამდო და მიმიღო. გამსინჯა, ჩაქუჩი მირტყა და მითხრა, ჩემი პაციენტი ხარო. წამლები გამომიწერა და ნევროზზე დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამალი 4 თე ვყლაპე. მერე ერთმა ახლობელმა მირჩია, ფსიქოთერაპევტთან მიდი, იქნებ ის დაგეხმაროს, ცხოველთა თავშესაფარში ამდენ უბედურებას უყურებ და ალბათ შენზე მოქმედებსო… ძალიან ცნობილ ფსიქოთერაპევტთან მივედი. მითხრა, ნევროპათოლოგთან რა გინდოდა, ჩემი პაციენტი ხარო. 6 თვე მან გამჭყიპა წამლებით.
მერე ისე მოხდა, რომ კოტე მარდალეიშვილთან ერთად გავხსენით დიაგნოსტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც მე ვარ. კლინიკა უახლესი აპარატურით აღვჭურვეთ. ჩემივე კლინიკაში მივედი და ვუთხარი, მიშველეთ, ვკვდები, სად არ ვიყავი, წამლები მასვეს, მაგრამ არაფერი მშველის-მეთქი. მაშინვე ფარისებრი ჯირკვალზე გამიკეთეს ექოსკოპია და დააგინეს, რომ 15 მილიმეტრიანი კვანძი მქონდა… დამისვეს დიაგნოზი – ეს იყო კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.
ავსტრიაში გამიკეთეს ოპერაცია. ფარისებურს მიაყოლეს კიდევ 9 ლიმფური ჯირკვალი, სადაც მეტასტაზები იყო გასული და ქიმია დამინიშნეს…
მე მებრძოლი ვარ, უამრავი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაში და გადამილახავს. ამასაც გადავლახავ, დედას ვუტირებ!
ქართველმა ექიმებმა წელიწადი და ორი თვე დამაკარგინეს. ამ პერიოდში სიმსივნე, რა თქმა უნდა, გაიზარდა“, – განაცხადა “სარკესთან”თამაზ ელიზბარაშვილმა.