
სადგურის მოედნის მეტროსადგურზე კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, დაზარალებული მამაკაცი შემომავალი მატარებლის დროს
ჩავარდა. ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. შემთხვევა 12:15 საათზე მოხდა.
მგზავრის ამოყვანიდან ნახევარ საათში მეტრომ ჩვეულებრივად გააგრძელა მუშაობა.