-
2019-12-04 15:19
„უფლებადამცველთა ასოციაციის“ ორგანიზებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით : „არა ლობიოს სამართალს“ .
აქციის მონაწილეებმა შენობის წინ სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიმოფანტეს.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც გაიმართა, სადაც დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობას აპროტესტებდნენ.
„უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა მემანიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების თაობაზე სარჩელი გუშინ წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ის პოლიტიკური პატიმარია.