-
2019-12-04 14:07
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მისი თქმით, ეს დასკვნა ელჩებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ვენეციის კომისიასთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმის მტკიცება, რომ „გერმანული მოდელი“ საუკეთესო გამოსავალია ეს არის მხოლოდ მცდელობა შეინარჩუნონ შექმნილი იმიჯი.
„ე.წ.გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და კოდექსის დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება შესაძლებელია, ჩემი აზრით, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, გარკვეულწლილად სახე შეინარჩუნონ. მე ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს ოპოზიციის წარმომადგენლებს ვისაც აქვს ინტერესი ამ საკითხზე გავაგრძელოთ საუბარი, დავსხდეთ მაგიდასთან“ - განაცხადა თალაკვაძემ.