
2020 წლის საარჩვენო პროექტს, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა თავად შეადგინეს, მათი პარტიების 30-მდე წევრმა მოაწერა ხელი. ისინი დოკუმენტის ეუთო-ს ოფისში გაგზავნას გეგმავენ.
ხელმოწერის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია დახურულ ფორმატში გამართავს შეხვედრას, სადაც ისინი განიხილავენ ხვალ დიპლომატიური კორპუსიის მონაწილეობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხს.
ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს ვერ აიღებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში), რამდენი პროცენტიც აქვს აღებული არჩევნებში. გარდა ამისა, იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, სადაც გაიმართება მაჟორიტარული წესით არჩევნები. ოლქებში მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 და არაუმეტეს- 8.