-
2019-11-29 17:16
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველ პარტიას სწორი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და ხელისუფლება თავზე ჩამოემხობათ.
„ეს რადიკალური პროტესტი არაა ჩვენი არჩევანი. ჩვენი ხომ არ სჯერა ბატონ კობახიძეს და ამ დოკუმენტს ჩვენ გავაგზავნით ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. იქიდან მჯერა და მწამს, რომ ჩამოვა ძალიან კონკრეტული დასკვნა“ - განაცხადა ბოკერიამ
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43