
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ იხსენებს რამე სერიოზული დაპირება მის პარტიას არ შეესრულებინოს.
მიუხედავად ამისა, იგი საკუთარ განცახებებთან დაპირისპირებაში მოდის და მწუხარებას გამოთქვამს გარკვეული დაპირებების შეუსრულებლობის გამო.
“ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის ჩემს სიტყვებს და მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია, არამარტო მე, ყველა განიცდის, როცა ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, რაღაც არ შევასრულეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვისრულებია, მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ თუ პირდები უნდა გააკეთო.
მე ვთქვათ, მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც სხვანაირად, მაგრამ თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ცოტა ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები - არ არსებობს პარტია რომელსაც არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები. არაფერი დრამატული არ მომხდარა.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა