
სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი გამოჩნდა.
ქართულად გაფორმებული ტრამვაის იდეა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარე ქვეყანად დასახელებას მოჰყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქალაქ სტრასბურგის მერის მოადგილემ და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.
ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე იმოძრავებს.