
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26 ნოემბერს გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მიმართვა.
თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო კი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარე ქვეყნის სტატუსს 2020 წლის 15 მაისამდე შეინარჩუნებს.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში.