-
2019-11-19 10:01
18 ნოემბრის მშვიდობიან აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. როგორც დაკავებულების ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მშვიდობიანი აქცია სამართალდამცავებმა დაარბიეს და ანხორციელებდნენ მოქალაქეების მასობრივ დაკავებას.
საერთო ჯამში აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობამ 37-ს მიაღწია. მათ შორის არიან ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02