ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია.
როგორც ცხუმარის რწმუნებულმა თამაზ ხეცურიანმა განაცხადა ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ ადგილებში კერები დარჩა. ცხუმარის ტყის ტერიტორიაზე დაახლოებით 3-4 ჰექტარია დამწვარი.
სოფელ ეცერში კი დაახლოებით 5-6 ჰექტარი ტყის საფარი განადგურდა. სოფლის რწმუნებულების განცხადებით ცეცხლი ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.
ძლიერი კვამლისა და რთული გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ხანძრის ჩაქრობა გართულდა.
ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხანძრის გაჩენის მიზეზი კვლავინდებურად უცნობი რჩება.