
ინტენსიური დიეტების საუკუნეში, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს როგორ შეიძლება ვიკვებოთ ისე, რომ ჩვენს ფორმებს საფრთხე არ დაემუქროს. ხშირ შემთხვევაში კი რაციონიდან ისეთ საკვებსაც ვიღებთ, რომლებიც ჩვენთვის არა თუ საზიანო, არამედ სასარგებლოა.
რამდენიმე ათწლეულის წინ მარილს მიიჩნეული იყო როგორც „თეთრი შხამი“, რომელიც არტერიული წნევის მატებასა და გულის დაავადებებს იწვევდა. თუმცა, ბოლო კვლევების თანახმად მარილის მიღება ჰიერტონიასა და გულის დაავადებებთან არანაირ კავშირში არაა. პირიქით, როდესაც ნატრიუმის მიღებას ვწყვეტთ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებსა და ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის ზრდას.
კვერცხის მირთმევას დიდად რეკომენდაციას ადრე არ უწევდნენ მაღალი ქოლესტერინის გამო, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ეს ხელს შეუწყობდა გულის შეტევას.
10 წლის წინ მეცნიერებმა აღიარეს მათი შეცდომა და დაასკვნეს, რომ არსებობს ორი სახის ქოლესტერინი - „კარგი“ და „ცუდი“. კვერცხი კი მიაკუთვნეს „კარგი“ ქოლექსტერინის კატეგორიას, რომელიც მდიდარია რკინითა და ცილებით.
წლების განმავლობაში ბატიბუტი მიიჩნეოდა, როგორც არაჯანსაღი საკვები. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მასში უფრო მეტი ანტიოქსიდანტია ვიდრე ნებისმიერ ხილსა თუ ბოსტნეულში. კვლევევბმა დაადასტურეს, რომ ბატიბუტში არსებული პოლიფენოლი ამცირებს გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება მცირე კალორაჟია. თუ პოპკორნს სახლში მოამზადებთ და სხვადასხვა ხელოვნური დანამატებით არ „გაამდიდრებთ“, მაშინ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ და არ ინერვიულოთ თქვენს ფორმებზე.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ კოფეინი ყველანაირად ცუდ პროდუქტად მიიჩნიეს. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ იგი ჰიპერტენზიის, გულის პრობლემების, ნერვული სისტემის დაზიანებისა და სხვა ამდაგვარი პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო.
თანამედროვე კვლევებმა კი სულ სხვა შედეგი დადო. აღმოჩნდა, რომ რეალურად ყავის მიღება გულის დაავადებების გაჩენის ალბათობას ამცირებს. ასევე, ყავის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ მეორე სახის დიაბეტი, ცეროზი და მითუმეტეს არ აწუხებთ ისეთი ნევროლოგიური პრობლემები, როგორებიცაა პარკინსონის დაავადება და ალცჰაიმერი.
შესაბამისად, სასარგებლო ყოველთვის უგემურს არ ნიშნავს. შეგიძლიათ იკვებოთ სწორად და ამასთანავე გემრიელად ისე, რომ არც თქვენს ფიგურას შეუქმნათ საფრთხე.