პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურებაა.
4 გათავისუფლებული პირიდან ერთის სარჩელი საქალაქო სასამართლომ უკვე დაუკმაყოფილა. რაც შეეხება დანარჩენი სამი პირის დავას, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით უპირატესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიენიჭა.
გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალბა - საქართველო“ იცავს.
მათი განცხადებით არსებული პირების გათავისუფლება რეორგანიზაციის მოტივით მოხდა.
„იმ საქმეზე რომელიც მოვიგეთ, შტატი არ იყო გაუქმებული, რეორგანიზაცია კი მხოლოდ მაშინ იწვევს თანამშრომლის გათავისუფლებას, როცა შტატი გაუქმებულია. „ - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა თეო ზაქარაშვილმა
არსებული იფორმაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მიზეზით 61 ადამიანი არის გათავისუფლებული.