
ერაყში საპროტესტო აქციები გრძელდება.
ბაღდადში დემონსტრანტები ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიებით იქნენ დარბეულნი.
დარბევის შედეგად დაშავებულია 150-მდე ადამიანი.
ამავდროულად, ქალაქ კარბალაში ირანის საკონსულოზე შეტევა განხორციელდა. სამართალდამცავება აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებმაც უფრო დიდი აგრესიით უპასუხეს.
კარბალაში მომხდარი აქციისას დაზიანებულ ადამიანებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ მოიპოვება.
შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტია, რაც ერაყში არსებული მთავრობის გადაყენების მიზნით საპროტესტო აქციები იმართება.