
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ:
"როდესაც ახალი ჯგუფი ან ბევრი ბავშვი ერთად იკრიბება, დიდი საფრთხეა, რომ თუ ვინმე რამე ინფექციას მოიტანს და მას დახვდება არაიმუნური პირები, ინფექცია სწრაფად გავრცელდება. სასწავლო წელი რომ იწყება, უმნიშვნელოვანესია, ბავშვს ასაკობრივად ყველა აუცილებელი აცრა ჰქონდეს გაკეთებული. ეპიდემოლოგიური კანონზომიერებაა, როდესაც ახალი ჯგუფი იკრიბება, ან ბავშვები გასულები იყვნენ და ბევრნი ერთად შეიკრიბებიან, დიდი საფრთხეა, რომ თუ რამე ინფექცია ვიღაცამ მოიტანა და ინფექციას დახვდა არაიმუნური პირი, მაშინ ის სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენი მოწოდება მშობლებისადმი კიდევ ერთხელ იქნება, აუცილებლად ნახონ, ბავშვს, რომელიც მიდის სკოლასა თუ ბაღში, ასაკობრივად აქვს თუ არა ყველა აცრა გაკეთებული, რომელიც ამ ასაკისთვისაა აუცილებელი."