რა საკვები საღებავების აღმოჩენა დადასტურდა ტყემლებსა და საწებლებში

Image

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. 

ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“  ავრცელებს. არასაკვები საღებავი შემდეგ პროდუქტებში აღმოჩნდა:

 

შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo, შპს „ეს“ - ეს აჯიკა, შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე, თეთნულდი - მშრალი აჯიკა.

 

"ჩვენ მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს" - აღნიშნულია  განცხადებაში.

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !