
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით, საძაგლიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა. ჩემი პოზიცია არანაირი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.
მისივე განცხადებით, ის არ იცნობს დაზარალებულ ოჯახს, მანანა ჩხიკვაძის თქმით, დაკავებულს წარსულში
კანონთან პრობლემები არ ჰქონია.