
“მთავარი არხი” მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიას” შენობაში დაიწყებს. როგორც ნიკა გვარამიამ იმედთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.
გვარამიას თქმით, არხი პირველ ეტაპზე მაუწყებლობას სწორედ იბერიას ტექნიკით შეძლებს.
“კონკრეტულ შენობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ოქუაშვილი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი ტექნიკა იქნება ამ ტელევიზიის საკუთრებაში. ბოლომდე ეს ყველაფერი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ მომენტისთვის ასეთი მდგომარეობაა”, — აღნიშნა გვარამიამ
არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერიდან დაიწყებს. ტელევიზიაში ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურიდან წასული ჟურნალისტები და წამყვანები, მათ შორის დიანა ჯოჯუა, პაატა იაკობაშვილი, მიხეილ სესიაშვილი და სხვები.