-
2019-08-26 21:29
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ის არხის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს.
სალიას თქმით, ირაკლი იმნაიშვილი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.
ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2000-ანი წლების დასაწყისში ტელეკომპანია „მზე“-ზე მუშაობდა. მაშინდელ სახელისუფლებო გუნდთან დაპირისპირების გამო, 2005 წელს მისი გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“ არხის ხელმძღვანელობამ დახურა, რის შემდეგაც ჟურნალისტი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14