-
2019-08-26 20:01
იუმორისტული გადაცემის, ვანო შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით, მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.
პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია .
პ.პ.ს ვანოს შოუს გარდა, იხილავთ ჩემი და ჩემი გუნდის კიდევ ორ სხვა ტელე-შოუს-წერს იუმორისტი.
ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ აღნიშნა,რომ ჯავახიშვილს მაყურებელი"მთავარ არხზე" იხილავს.