
ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდანგამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარესთითო–თითო ზოლზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ–ორ ზოლში შეძლებსმოძრაობას.
თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის
27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.
აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.