-
2019-08-22 20:30
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3 სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი. ხანძარი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობას საველე შტაბიდან ხელმძღვანელობენ. ოპერაციაში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38
-
2015-01-23 05:45