
დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა და ლაშა ბუღაძემ „შაბათის სხვა შუადღე“ დატოვეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომლებიც მწერლებმა და ტელესახეებმა დღეს გაავრცელეს.
„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებსწინამორბედის შეცდომებს და
არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამმხრივ და მეტიც ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოსე ვროპულ, ისტორიულ არჩევანს
უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და
ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაცლიტერატურა
ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემაშეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა.
თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება“. ნათქვამია განცხადებაში