სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.
სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.
სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.
სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.
და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.
ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.
p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.
მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში მისვლა.
ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.
ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს.
ჟურნალისტის ამ შეფასებას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა, მის სტატუსს ტელეკომპანიის
ყოფილი დირექტორიც გამოეხმაურა:
" ჩვენ ვართ სახედაკარგულები და ჩემი სისხლიანი პლაკატების გამკრელი ნინო შუბლაძეა სახეშწნარჩუნებული? ხან ნაცებს და ხან ქოცებს მედიაზონდერად რო ყავთ, ეგ ნინო შუბლაძე? არ გრცხვენიათ? თვალებში როგორ უნდა ჩამხედოთ?!"-წერს გვარამია.