
"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა.
მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ
ისინი იმ ტელევიზიაში ვერ იმუშავებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული.
ჟურნალისტები, რომლებმაც "რუსთავი 2" დღეს დატოვეს არიან: თამარ ბაღაშვილი, ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, დავით ქაშიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნინო გაზდელიანი, თამთა დოლენჯაშვილი, ნათია ტრაპაიძე, ქეთა ციცქიშვილი, ნათია გოგსაძე, სოფო ვარდიაშვილი.
ფოტო:დიტო ყირიმლიშვილი