
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის
დარღვევას ადასტურებს.
„ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 12:00 საათისთვის გამოჩნდა და რამდენიმე წუთი დაფრინავდა.