-
2019-08-20 09:45
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ.
როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.
დაკავებულთა ასაკი 33, 41 და 45 წელია. მათ უკრაინაში ბინადრობის უფლება ჰქონდათ.