„რუსთავი 2“-ის გასხვისების ვადა დღეს იწურება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით,
მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.
იმ შემთხვევაში თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტული გეგმების შესახებ არხის ახალი ხელმძღვანელობის
მიერ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის, მას კომპანიის მფლობელობაში ისევ ეცილებიან.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა,
რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.