
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, დღეს დილით მათ ჩინეთის გვირაბებისა და ხიდების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვნენ.
ფოტო: ხათუნა მაისურაძე