
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დილიდან „გალერია თბილისში“ სავენტილაციო სისტემების შემოწმება დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განცხადებით,სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის მანძილზე გამოქვეყნდება.
„გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში გუშინ სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა.განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
აალების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობოთ უცნობია.