
ტელეკომპანია “პირველის” ცენტრალურ სერვერზე დღეს დილით კიბერშეტევა განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს.
"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ ტვ პირველის მფლობელი ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაიბარა. ვატო წერეთლის
გამოკითხვაზე დაბარება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა.