
დღეს დიდგორობაა.
დიდგორის ველზე, დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი.
სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულის ფორმირება მოხდება დროსთან მიმართებაში. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით.
1121 წელს დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას
და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.