-
2019-08-12 10:15
თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
ბინის მეპატრონის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ოთახში დარჩენილი ანთებული სანთელი გახდა.
შემთხვევის დროს ბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი კვამლით ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
წყარო:imedinews.ge
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29