
კომპანია „საქარველოს რკინიგზის“ თანამშრომლები შეიძლება გაიფიცნონ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
4 800 ადამიანს უკვე ხელი აქვს მოწერილი გაფიცვაზე. „ახალი პროფკავშირების“ წარმომადგენლები 10 აგვისტოს შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ როდის დაიწყონ გაფიცვა. მათი განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურეს.
„რკინიგზის თანამშრომლებს 2012 წლის შემდეგ აღარ გაზრდიათ ხელფასი. ზოგის ხელფასი 300 ლარია. მოპოვებულია კანონიერი გაფიცვის მოთხოვნა. რკინიგზის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია რომ კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი 2020 წლის 1 მაისიდან გაეზრდებათ“, -აცხადებენ რკინიგზის ახალ პროფკავშირებში.
წყარო:imedinews.ge