
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გარდაიცვალა ექვსი წლის ბიჭი, რომლის მშობლები
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ ვტოავარიას ემსხვერპლნენ.
13 ივლისს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. ავარიის შედეგად
ორი ადამიანი დაიღუპა, 11მა მგზავრმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.