
აქციის ერთ-ერთი დაზარალებული 20 ივნისის ღამეს იხსენებს
"ქართველობის გამო ვიყავი იქ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერზე შემტკივა გული აბსოლუტურად... რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები. რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ", — განაცხადა მან ტელეარხ მესამესთან ინტერვიუში.
"ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგონე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი, ეს იყო გამიზნულად გასროლილი. ელოდებოდნენ და მესროლეს".-აღნიშნა გიორგი სულაშვილმა .