
28 ივნისს, 18 საათზე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში ბანკის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ადგილო ბრივი მენეჯმენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარსელ სებასტიან ცაიტინგერტან ერთად , დამსწრე საზოგადოებას პროკრედიტ ბანკის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.
ღონისძიება 30 წუთიან ოფიციალურ ნაწილს მოიცავდა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით გერმანიის
ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქრინში და ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
წარდგნენ.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ წარმოდგენილი იყო საკონცერტო რეპერტუარი ბექა გოჩიაშვილისა და
ტრიოს შესრულებით.
საიუბილეო ღონისძიებაზე მიწვეული იყო 700 ზე მეტი სტუმარი საქართველოს ბიზნეს სექტორიდან.