
დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად 21 წლის გოგოს მკურნალობენ, რომელსაც სხეულის
25 პროცენტი აქვს დაზიანებული, ძირითადად სხეულის ქვედა კიდურები. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.
ამ დროის მონაცემებით, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად 7 ადამიანი მკურნალობს,
მათგან ერთი ხუთი წლის ბავშვია.