
გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მაკო
გომური სოციალურ ქსელში წერს.
20 ივნისს ღამით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სპეცრაზმმა
რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. რის გამოც, სამედიცინო
დაწესებულებებში 240მდე პაციენტი მოხვდა.