-
2019-06-26 12:55
აქციაზე ჯერჯერობით სიტყვით გამოსვლები არ დაწყებულა. ადგილზე მობილიზებული არიან
სამართალდამცველები.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის
საკითხზე მსჯელობენ. საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
09:00 საათზე დაიწყო. მასზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიასაც აქვს, თუმცა ის სხდომას არ
ესწრება.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც
პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნები.