
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 20 მაისის აქციასთან დაკავშირებით
პარლამენტში ისაუბრა.
ის ამტკიცებს, რო სამართალდამცველები იძულებულნი იყვნენ ძალა გამოეყენებინათ:
„პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა,
რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს
მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი,
ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა,
როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ" - აღნიშნა სესიაშვილმა.