ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI ივენთი გააუქმეს

Image

რუსთაველის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI დღევანდელი ივენთი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს:

 

"

გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.

საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.

სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს,ყველანი გარეთ"-წერს BASSIANI

 

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!
KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს! მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას"- აღნიშნავს KHIDI

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !