წიგნის მუზეუმში სტუმრებს ანტისაოკუპაციო ბანერები დახვდებათ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: "დღეიდან ჩვენი წიგნის მუზეუმის უამრავ სტუმარს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან, შესასვლელ ფლიგელში ეს დროშები დახვდებათ - ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზე."