
ფეისბუქმომხმარებელი თამარ ჯინჭარაძე გუშინდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
""18 წლის მაიას დედას და დას ვესაუბრები ახლა.
გვიან ღამით, სამსახურს რომ მორჩა, ვერ მოითმინა და აქციაზე წამოვიდაო.
ტყვია მოხვდა, მარცხენა თვალი დაკარგა! 18 წლისაა. დღეს უთხრეს, თვალი აღარ გაქვსო.
დედას აქეთ ამშვიდებდა თურმე, არ იდარდოვო.
ნიუ ჰოსპიტალში სხვა დაშავებულებიც არიან. ახალგაზრდები! დღეიდან, ცალი თვალით რომ უნდა იცხოვრონ, ისეთები.
ამ ადამიანებთან, ჯანდაცვის სამინისტროდან ჯერ! ამ დრომდე! არავინ მოსულა! ვერავინ გაბედა გამოჩენა! დახმარება სჭირდება ხალხს"