სიცოცხლის დაზღვევა

Image

ოჯახის მარჩენალის გარდაცვალება არამხოლოდ ადამიანური ტრაგედიაა, არამედ ფინანსური პრობლემების

 

დასაწყისიც ხდება ხშირად.

 

 

ე.წ. შემომტანის ამ ქვეყნიდან წასვლა, ოჯახისთვის განსაკუთრებით რთულია მისი გარდაცვალების შემდგომ პირველ

 

პერიოდში, რადგან ნათესავებს ერთდროულად უწევთ სამი ისეთი სირთულის გადალახვა, როგორებიცაა:

 

 

  • საყვარელი ადამიანის დაკარგვა;
  • საარსებო სახსრების არქონა (თუ გარდაცვლილმა არ დატოვა ფული ან სხვა მატერიალური ღირსებულებები);
  • ოჯახის სხვა წევრის ან წევრების მიერ მარჩენალის მოვალეობების საკუთარ თავზე აღება.

 

 

პირველი პრობლემა მოუგვარებელია, რადგან ადამიანურ ტკივილს წარმოადგენს, რომელიც დროუნდა განკურნოს,

 

თუმცა მეორე ორი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია სიცოცხლის დაზღვევის საშუალებით.

 

იმ შემთხვევაში თუ ოჯახის მარჩენალმა წინასწარ იზრუნა მისი გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი ოჯახის

 

კეთილდღეობაზე და თავისი სიცოცხლე დააზღვია, მაშინ მისი სიკვდილის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია მისი

 

ოჯახის  წევრებს გადაუხდის თანხას, რომელიც მათ პირველ ხანებში ფინანსურად უზრუნველყოფს.

 

 

აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია იმდენად დიდ თანხას იხდის, ზემოაღნიშნული

 

პირველი ხანები საკმაოდ დიდხანსაც გრძელდება.



სადაზღვევო სფეროში არსებობს სიცოცხლის დაზღვევის სახეები. ესენია:

 

მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა - ის სიცოცხლის დაზღვევის ყველაზე დაბალფასიანი სერვისია.

 

დაზღვევის ამ სახის მომხმარებლის ოჯახი, სადაზღვევო კომპანიისგან თანხას იღებს მოკლე დროის განმავლობაში.

 

უვადო და გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევა - მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია,

 

მის ოჯახს უხდის ფულს ათობით წლის განმავლობაში.

 

სიცოცხლის დაზღვევის აღნიშნული პაკეტი უფრო იაფია ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ასაკოვანი ადამიანებისთვის.

 

საკრედიტო სოცოცხლის დაზღვევა - ყოველდღიურ საუბრებში, დაზღვევის ამ სახეს მოიხსენიებენ როგორც

 

სიცოცხლის დაზღვევა სესხზე.

 

ამ სერვისს ყველაზე ხშირად იყენებენ ბანკები, როდესაც აზღვევენ მსესხებლის სიცოცხლეს, რათა მისი გარდაცვალების

 

შემთხვევაში, კრედიტი დაფაროს სადაზღვევო კომპანიამ.

 

მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა კომფორტულია არამხოლოდ ბანკისთვის, არამედ თავად მევალისთვისაც, რადგან

 

მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ვალის გადახდა მისი ოჯახის წევრებს არ მოუწევთ.

 

სიცოცხლის დაზღვევის ეს სახე გახლავთ ერთ-ერთი სავალდებულო სიცოცხლის დაზღვევა.

 

საკვანძო პიროვნების დაზღვევა - აღნიშნულ სერვისს იყენებენ ის კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ თანამშრომელი,

 

რომლის გარდაცვალებაც მათ ბიზნესს ზარალს მოუტანს, რადგან ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციის

 

ფუნქციონირებაში.

 

საკვანძო თანამშრომელი შესაძლოა სულაც არ იყოს ხელმძღვანელი პირი, მთავარია, რომ ის ასრულებდეს საკვანძო

საქმეს.

 

 

თავის დაცვის მიზნით, კომპანია ამ ადამიანს აზღვევს და მისი გარდაცვალების შემთხვევაში მიღებული ზარალის

 

კომპენსაციას სადაზღვევო კომპანიისგან იღებს.

 

და ბოლოს, სიცოცხლის დაზღვევაზე საუბარს დავასრულებთ ერთი კონკრეტული და სასრგებლო რჩევით: სჯობს

 

საკუთარი გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე ზრუნვამდე, ამ პერიოდის მაქსიმალურად გადადებაზე იზრუნოთ.

ასევე იხილეთ სხვა აუცილებელი დაზღვევები

 

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ, თავი აარიდეთ: სტრესს, უძილობსა და დაღლილობას,

 

ხშირად განიტვირთეთ, დაიცავით იდეალური ბალანსი შრომასა და დასვენებას შორის.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !