შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება

Image

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 


მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს, იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.

 

“შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთაც არიან გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსი 381-ე მუხლით, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და ეს სასჯელი დაეკისრათ იმის გამო, რომ განაჩენით ჰქონდათ დაკისრებული შეზღუდვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სპეციალური კანონის მიხედვით და ეს შეზღუდვები დაარღვიეს. ამის შემდგომ მათზე უკვე ამოქმედდა 381-ე მუხლი და ამის გამო იხდიან სასჯელს.

 

ასეთივე წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ეკონომიკური ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები მას არ ჩაუდენია ძალადობით, ან ძალადობის მუქარით”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.


ამ დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადა, ხოლო კომისია მათ საქმეებს განიხილავს არსებითად.

 

"ის კრიტერიუმები, რომელიც აქამდე იყო განსაზღვრული ისევ მოქმედებს და აღარ გავრცელდება იმ დანაშაულების ტიპებზე, რომელიც ჩამოვთვალე. თუ მსჯავრდებულს აქვს ერთი მუხლი წაყენებული და სასჯელი ხუთ წელს არ აღემატება, მაშინ უნდა იყოს გასული ერთი მესამედი სასჯელის მოხდიდან, რომ კომისიამ არსებითად განიხილოს მათი საქმე.

 

ვისაც აქვს ორზე მეტი მუხლი და აქვს სასჯელი ხუთ წელზე მეტი, მაშინ მან ნახევარი მაინც უნდა მოიხადოს, რომ კომისიამ არსებითად იმსჯელოს, ხოლო თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი პირობითი მსჯავრის დროს, ან წინა სასჯელისგან არის გათავისუფლებული, ამნისტიის საფუძველზე, ან ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით და ნასამართლევობა არ აქვთ გაუქმებული, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ორი მესამედი მოხდილი. ეს წესი ძალაში რჩება იმ დანაშაულებზე, რომლებიც არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !